მთავარიევროპაპოლონეთიპოლონეთში პოლიტიკური ქაოსია

პოლონეთში პოლიტიკური ქაოსია

პოლონეთში გაიმართა სახელმწიფო პროკურატურის წინ მორიგი აქცია, რომლის ორგანიზატორი ყოფილი მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობა“ იყო. პარტიის თავმჯდომარის იაროსლავ კაჩინსკის თქმით, იუსტიციის ახალი მინისტრი კონსტიტუციური კანონის გვერდის ავლით ინსტიტუტის დაუფლებას ცდილობს. მან ამ ყველაფერს მცოცავი სახელმწიფო გადატრიალება უწოდა.

უკვე კვირებია, რაც ორ პოლიტიკურ ბანაკს შორის დავა გრძელდება.

არკადიუშ მულარჩიკი, „კანონი და სამართლიანობა“ პარტიის წევრი ამბობს, რომ ქვეყანაში უკანონობა, ტირანია და ავტორიტარული მმართველობა იწყება.

“ჯერ საზოგადოებრივი ტელევიზია ჩაიგდეს ხელში, შემდეგ იყო სახელმწიფო პროკურორის გადაყენების მცდელობა, ახლა ვხედავთ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ორი პარლამენტარისთვის მანდატის ჩამორთმევის გიჟურ მცდელობას. მოგიწოდებთ, ყურადღებით დავაკვირდეთ, თუ რას აკეთებს პოლონეთში დონალდ ტუსკის „ლიბერალური მთავრობა“, -ამბობს პოლიტიკოსი ევრონიუსთან საუბარში.

მმართველ კოალიციას სრულიად განსხვავებული ხედვა აქვს…

იუსტიციის მინისტრი და ყოფილი ომბუდსმენი თვლის, რომ ინსტიტუტების პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებისთვის და მათი გამართული მუშაობისთვის სიახლე აუცილებელია.

“ ყველა გადაწყვეტილება კარგად გააზრებულია და კანონის შეესაბამება. ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ პროკურატურა მოქალაქეებს ემსახუროს და არა კორუფციას. უზრუნველვყოფ, რომ პროკურატურამ კანონის უზენაესობა დაიცვას”, -ამბობს მინისტრი.

პოლონეთში ქაოსია საინფორმაციო სივრცეში და საზოგადოებას, რომელიც ისედაც პოლიტიკურად მკვეთრად დაყოფილია, პოლიტიკოსების ინტერპრეტაციებში გარკვევა უჭირს.

დაპირისპირება მთავრობასა და მის მოწინააღმდეგე პარტიას შორის სავარაუდოდ, მალე არ დასრულდება, რადგან მიღებული გადაწყვეტილებები საჯარო ინსტიტუტებსა და თანამდებობებს ეხება.

მაგდალენა ხოდოვნიკი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend