უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დასთანხმდა უკრაინისათვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 50 მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსური დახმარების პაკეტის გადაცემას.
ვიქტორ ორბანმა ამის შესახებ ფრანგულ გამოცემა “ლე პოინტთან” ინტერვიუში ისაუბრა, თუმცა მას ამისთვის საკუთარი პირობებიც აქვს. ორბანი ითხოვს, ევროკავშირმა გასცეს გარანტია, “რომ ყოველწლიურად გადავწყვეტთ, გავაგრძელოთ თუ არა ამ თანხის გამოყოფა უკრაინისთვის“. ეს კი გულისხმობს, რომ უნგრეთს შესაძლებლობა ჰქონდეს, ყოველწლიურად დაადოს ვეტო უკრაინის დახმარებას.
ვიქტორ ორბანი უკვე რამდენიმე თვეა ბლოკავს უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის საკითხებს. ის ასევე წინააღმდეგი იყო უკრაინას მოლაპარაკებები დაეწყო ევროკავშირთან გაწევრების თაობაზე.
Liberal MEP’s attacked Hungary once again in the @Europarl_EN yesterday. They want to give money to #Ukraine for 4 years, while the European elections are just 5 months away. They essentially want to strip people of their rights to make decisions on their future. What an…
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) January 18, 2024
ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც პრემიერი ორბანი უკრაინის დახმარებას აფერხებდა, იყო მისი მოთხოვნა, რომ ევროკავშირს ბლოკი მოეხსნა უნგრეთისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებისთვის.