საკრუიზო გემის Icon of the Sea ღირებულება 2 მილიარდს აღწევს და არაერთი მედიის ცნობით, 2026 წლამდე იგი სრულიად არის დაჯავშნილი. გემს ფლობს ნორვეგიული კომპანია Royal Carribean Group, რომელიც ნორვეგიულმა მილიარდერმა არნე ვილჰემსენმა დააარსა.
გემის გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ მედიაში გემთან დაკავშირებით აზრი ორად გაიყო. ზოგიერთის თქმით, ყველაზე დიდი საკრუიზო ხომალდი გარემოს კიდევ უფრო მეტ დაბინძურებას გამოიწვევს.
საკრუიზო გემი თხევადი ბუნებრივი აირით მუშაობს, თუმცა გარემოსდამცველები ამბობენ, რომ თხევადი ბუნებრივი აირით მომუშავე გემი ჰაერში გაჟონავს მავნე მეთანს.
ხომალდის მფლობელი კომპანიის ინფორმაციით, მათი გემები 24%-ით უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე ეს თანამედროვე გემებს მოეთხოვება. ხოლო 2035 წლისთვის კომპანია გეგმავს, რომ მათი გემებიდან გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობა ნულამდე დაიყვანოს.