მთავარიევროპაუკრაინაევროკავშირის სამიტამდე უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში შეხვედრა გამართეს

ევროკავშირის სამიტამდე უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში შეხვედრა გამართეს

კიევი და ბუდაპეშტი ევროკავშირის მნიშვნელოვანი სამიტის წინ, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდება, ურთიერთობების ნორმალიზებას ცდილობენ.

შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტის გადაცემის საკითხს განიხილავენ, უნგრეთი კი ამ დახმარების წინააღმდეგია.

ამ თემების განსახილველად გუშინ, 29 იანვარს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა.

პეტერ სიიარტომ თავის უკრაინელ კოლეგა  დმიტრო კულებას უკრაინაში მშვიდობის დამყარება უსურვა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება – AP

პეტერ სიიარტოს თქმით,  ომის დაწყებიდან სამ-ოთხ დღეში ისინი ამავე ადგილას შეხვდნენ ერთმანეთს იმის იმედით, რომ  ამ დროისთვის მშვიდობა იქნებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, რაც მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება. უნგრეთს უკვე  2 წელია უცვლელი პოზიცია აქვს –  მათ უკრაინაში მშვიდობა სურთ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო – AP

მეზობელ ქვეყნებს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბუდაპეშტმა ხელი შეუშალა ევროკავშირს,  კიევისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარება გადაეცა. ვიქტორ ორბანი კვლავინდებურად ბლოკავს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტს.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კი ევროპელ პარტნიორებს უკრაინისთვის უფრო მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

გერმანიის მთავრობამ 2024 წლის ბიუჯეტიდან უკრაინას უკვე გამოუყო 7 მილიარდი ევრო.

ევროპული დახმარების მოლოდინში ვოლოდიმირ ზელენსკის მორიგი პრობლემების მოგვარება უწევს. იარაღის მწარმოებელ უკრაინულ კომპანიასა და  თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საარტილერო ჭურვებისთვის განკუთვნილი 40 მილიონი დოლარის მითვისების მცდელობას ედავებიან. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend