მთავარიევროპათურქეთითურქეთში 47 პირი დააკავეს კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმის შემდეგ

თურქეთში 47 პირი დააკავეს კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმის შემდეგ

თურქეთში სანტა მარიას კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები რუსეთისა და ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიკაია აცხადებს, რომ ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, დაკავშირებულნი არიან ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან”.

„ჩვენ არასდროს შევეგუებით მათ, ვინც ჩვენი ქვეყნის სიმშვიდის დარღვევას ცდილობს. არ შევეგუებით ტერორისტებს, მათ მოკავშირეებს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო კრიმინალურ ჯგუფებს და მათ, ვისი მიზანიც ჩვენი ერთიანობისა და სოლიდარობისთვის განადგურებაა“, – განაცხადა ალი იერლიკაიამ, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

სარიერის რაიონში მდებარე სანტა მარიას კათოლიკურ ტაძარში ორი შეიარაღებული პირი 28 იანვარს შეიჭრა. თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თურქეთის ხელისუფლება მსხვერპლის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპული 52 წლის მამაკაცია. თურქეთის ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია ისიც, თუ რა სახის იარაღი გამოიყენეს თავდამსხმელებმა.

თურქეთის პოლიციის ოფიცრები სადარაჯიზე დგანან ეკლესიასთან, რომელსაც ორი ნიღბიანი პირი დაესხა თავს. 28 იანვარი, 2024 წელი Copyright AP Photo/Emrah Gurel

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, თავდასხმის შემდეგ სტამბოლში 30 ობიექტზე შევიდნენ და ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული 47 პირი დააკავეს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდორანმა ეკლესიაზე თავდასხმა დაგმო. სანტა მარიას ეკლესიის მრევლს სამძიმარი გამოუცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend