სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მან აზერბაიჯანს თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმება შესთავაზა. ეს ხელშეკრულება მოიცავს ორი სახელმწიფოს მიერ ერთმანეთის შეიარაღების კონტროლსაც.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ერევანმა საერთაშორისო თვალსაზრისით დივერსიფიკაცია და სტრატეგიული ხედვის გადახედვა უნდა უზრუნველყოს. ის აცხადებს, რომ სომხეთმა ამავე დროს დიდი რაოდენობით თანამედროვე შეიარაღება შეიძინა.
გასულ თვეს ორმა ქვეყანამ ტყვეებიც გაცვალეს, მაგრამ სამშვიდობო პროცესი ჯერჯერობით შეჩერებულია.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ახლახან საქართველოში იმყოფებოდა, თბილისში მან კიდევ ერთხელ წარადგინა სომხური მხარის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმა.
Had an excellent meeting w/ @GharibashviliGe in the framework of the Intergov Commission on Econ Coop of 🇦🇲 & 🇬🇪.
We held a fruitful discussion on bilateral programs, sustainable peace, stability & development in the region. Emphasized importance of trade & economic coop w/🇬🇪. pic.twitter.com/KBlap8E8rL
— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) January 26, 2024