მთავარიევროპაფინეთიფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ სტუბმა გაიმარჯვა

ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ სტუბმა გაიმარჯვა

ფინეთში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ სტუბი და  ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ სტუბი და  ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო – AP

ბოლო ინფორმაციით, სტუბმა ხმათა 27.2 პროცენტი მიიღო, ჰაავისტომ კი 25.8 პროცენტი. მონაცემებს ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ოფიციალური შედეგები ხვალ გამოცხადდება. მეორე ტური კი, სავარაუდოდ, 11 თებერვალს გაიმართება.

ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორი ტეივო ტეივაინენი აღნიშნავს, რომ ამ არჩევნებს ფინეთისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან პრეზიდენტის როლიც უფრო ფუნდამენტური გახდა. მისი თქმით, ომიანობისა და ნატოში გაწევრების ფონზე პრეზიდენტს საგარეო საკითხების მოგვარება ევალება, საგარეო და თავდაცვის საკითხები კი ფინეთში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

ამომრჩევლები ღელავენ და თან აღფრთოვანებასაც ვერ მალავენ, რადგან  აქტივობა 74,9 პროცენტი იყო.

საპრეზიდენტო არჩევნები ფინეთში – AP

პრეზიდენტს დღეს უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრია – ქვეყნის მეთაურმა, რომელიც შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია, უნდა უხელმძღვანელოს საგარეო ურთიერთობებსაც ევროკავშირის გარეთ.

ორივე კანდიდატმა გასულ კვირას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათი საგარეო პოლიტიკა მსგავსია. მათი მიზანი მტკიცე პოზიციის შენარჩუნება და დიპლომატიური გზით პრობლემების მოგვარებაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend