USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში კერძო სექტორისთვის ენერგეტიკული საპილოტე პროექტების კონკურსს აცხადებს.
პროგრამის მიზანია სულ მცირე 1 ენერგეტიკული საპილოტე პროექტის იდენტიფიცირება და მისი განხორციელების ხელშეწყობა.
რა ძირითად მიმართულებებს მოიცავს საპილოტე პროექტი და რა არის მისი მიზანი – ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ენერგეტიკაში ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ, თორნიკე ყაზარაშვილმა ისაუბრა.