თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის NATO-ში შესვლის მხარდამჭერ კანონპროექტს ხელი მოაწერა.
შვედეთმა ფინეთთან ერთად გადაწყვიტა 2022 წლის გაზაფხულზე ნატოში წევრობის განაცხადი შეეტანა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს. მანამდე ორივე ქვეყანა ათწლეულობით იცავდა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, თუმცა მჭიდროდ თანამშრომლობდა ნატოსთან.
Welcome Türkiye’s approval of the ratification of Sweden’s NATO accession. With this, a key milestone has been reached in Sweden’s path towards NATO membership.
— SwedishPM (@SwedishPM) January 25, 2024
რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ კანონპროექტის მიღების შემდეგ აშშ-ის ელჩმა ანკარაში ჯეფ ფლეიკმა თქვა, რომ მისი მოლოდინით, თურქეთს მალე მიჰყიდიან F16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს.
NATO-ს ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც შვედეთის ალიანსში გაწევრების რატიფიცირება უნდა მოახდინოს, უნგრეთია.