უკვე რამდენიმე დღეა რუსეთში ათასობით მოქალაქე დგას რიგში ლიბერალი პოლიტიკოსის ბორის ნადეჟდინის მხარდასაჭერად.
პოლიტიკოსს 17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში სურს მონაწილეობის მიღება. ამისათვის კი მას მთელი ქვეყნის მასშტაბით მინიმუმ 100 000 ხელმოწერა სჭირდება.
მისი მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ ომი საშინელებაა და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.
ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ, პუტინის გარდა, ყველას დაუჭერს მხარს, ეშმაკსაც კი მისცემს ხმას, ოღონდ რამე შეიცვალოს. თუმცა ამის იმედი ნაკლებად აქვს.
როგორც ბორის ნადეჟდინის შტაბ-ბინაში განაცხადეს, მას უკვე შეგროვებული აქვს 100 000 ხელმოწერა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კრემლი ნადეჟდინს სერიოზულ კონკურენტად არ განიხილავს.
რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის ომს უკრაინაში, შეხვდა მებრძოლთა ცოლებსა და ოჯახის წევრებს, რომლებიც ახლობლების ფრონტიდან დაბრუნებას მოითხოვენ.
რაც შეეცდება კიდევ ერთ კანდიდატს ეკატერინა დუნცოვას, მისი სააპელაციო სარჩელი კანდიდატად დარეგისტრირებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.
გისოსებს მიღმა მყოფი თუ საზღვარგარეთ გაქცეული რუსი ოპოზიციონერები პირობას დებენ, რომ გააგრძელებენ ბრძოლას ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ, რომელიც მომავალ წელს კვლავ ეცდება, დაიკავოს პრეზიდენტის თანამდებობა.