მთავარიამერიკააშშ“ნაადრევია შიში, რომ ტრამპი დაბრუნდება” - ამერიკის ელჩი ნატოში

“ნაადრევია შიში, რომ ტრამპი დაბრუნდება” – ამერიკის ელჩი ნატოში

ევროპაში იზრდება შიში იმის თაობაზე, რომ ამერიკის არჩევნებში შესაძლოა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვოს. ევროპელების შიში კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ამ თვის დასაწყისში ევროკავშირის შიდა ბაზრის კომისარმა ტიერი ბრენტონმა დონალდ ტრამპისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის საუბრის დეტალები გაასაჯაროვა.

გავრცელებული ცნობებით, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე პრეზიდენტმა ტრამპმა ევროპელ დიპლომატს უთხრა, რომ ამერიკა არ დაეხმარებოდა ევროპას, თუ მას თავს დაესხმებოდნენ.

“ჩვენ არასდროს მოვალთ თქვენს მხარდასაჭერად და დასახმარებლად. სხვათა შორის, ნატო მკვდარია” – გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ეს სიტყვები უთხრა ტრამპმა ევროკომისიის პრეზიდენტს. ევრონიუსი ამ და სხვა თემებზე ესაუბრა ამერიკის ელჩს ნატოში ჯულიან სმიტს.

ელჩი ამბობს, რომ ევროპელი მოკავშირეები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ნატოსადმი ძლიერია.

„ერთია, რას ამბობენ კანდიდატები კამპანიის მიმდინარეობისას, სულ სხვაა, რა ხდება რეალურად. უნდა იყვნენ ლიდერები, თუ იბრძოლონ თანამდებობის დაკავებისთვის? ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე დასკვნებზე საუბარი ნაადრევია. ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს ამერიკი არჩევნებში”, – განაცხადა ინტერვიუში დიპლომატმა.

ევრონიუსმა ამერიკის ელჩს შვედეთის ნატოში გაწევრების თაობაზეც დაუსვა კითხვა. ჯულიან სმიტი ფიქრობს, რომ შვედეთის ალიანსში გაწევრების შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა, ძალიან მალე გავრცელდეს.

უკვე წელიწად-ნახევარია, რაც უნგრეთი თურქეთთან ერთად შვედეთის ნატოში გაწევრებას ეწინააღმდეგება. თუმცა გასულ კვირას უნგრეთი მოწინააღმდეგეთა ბანაკში მარტო დარჩა, რადგან თურქეთის ანკარის პარლამენტმა მოულოდნელად შვედეთის წინადადება დაამტკიცა.

“ჩვენ გვაქვს გარანტიები უნგრეთისგან, რომ ისინი საჭირო ნაბიჯებს გადადგამენ. უნგრელებსა და პრემიერ-მინისტრ ორბანს ესმით, რომ ალიანსი შვედეთთან ერთად უფრო ძლიერი იქნება. ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს როგორც შვედეთზე, ისე ნატოზე. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვისაც, რომ პუტინი მიხვდეს, რამდენად ცდება. მას ეგონა, რომ ნატოს პასუხი რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე სუსტი იქნებოდა. სინამდვილეში, ახლა ალიანსი უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა ელჩმა.

ჯულიენ სმიტმა უკრაინაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ალიანსის ყველა მოოკავშირე მხარს დაუჭერს უკრაინას და ნატოსთვის აღმოსავლეთით ფლანგზე უსაფრთხოების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend