მთავარიკუბიევროპაში iPhone-ის მომხმარებლები აპლიკაციებისთვის ალტერნატიული ონლაინმაღაზიების გამოყენებას შეძლებენ

ევროპაში iPhone-ის მომხმარებლები აპლიკაციებისთვის ალტერნატიული ონლაინმაღაზიების გამოყენებას შეძლებენ

კომპანია “ეფლმა” ევროპაში სისტემის რადიკალური ცვლილების შესახებ განცხადება გააკეთა.

პირველად კომპანიის ისტორიაში, „აიფონისა“ და „აიპადის“ მომხმარებლებს შეეძლებათ, ჩამოტვირთონ აპლიკაციები არამხოლოდ “ეფლის” ონლაინ მაღაზიიდან.

მომხმარებლებისთვის ეს ცვლილება ნიშნავს, რომ მათ ექნებათ უფრო მეტი არჩევანი, ხოლო დეველოპერებს ეს ფაქტი საშუალებას მისცემს, სხვადასხვა ფორმით წარმართონ თავიანთი მარკეტინგი და არა შეზღუდულად, “ეფლის” წესებით.

ეფლის” ამ გადაწყვეტილების მიზეზი ევროკავშირში ციფრული ბაზრის შესახებ კანონის ძალაში შესვლაა, რომელიც სრულყოფილად ამოქმედდება მიმდინარე წლის 6 მარტიდან.

ახალი კანონის მიზანია, დარეგულირდეს ტექნოლოგიური გიგანტი კომპანიების ქცევა ბაზარზე, რათა ბაზარი გახდეს უფრო სამართლიანი.

ევროპაში “ეფლს“, ისევე როგორც “მეტას” და “გუგლს” ე.წ. გეითქიფერ კომპანიებად მოიხსენიებენ, რომლებიც პირდაპირ და ირიბად უკარგავენ შანს სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს შესთავაზონ მომხმარებლებს მათი სერვისები, მაგალითად საძიებო სისტემა, რომელშიც დომინანტური პოზიცია “გუგლს” უკავია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend