მთავარიევროპარუსეთირუსეთი თვითმფრინავის ჩამოვარდნის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრას მოითხოვს

რუსეთი თვითმფრინავის ჩამოვარდნის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრას მოითხოვს

რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრა მას შემდეგ მოითხოვა,  რაც უკრაინის საზღვარზე მათი სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

მოსკოვი აცხადებს, რომ იგი უკრაინულმა ძალებმა ჩამოაგდეს. ბორტზე კი ამ დროს 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა. თუმცა რუსეთს ამის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია. თვითმფრინავის ჩამოგდებისას დაიღუპა ბორტზე მყოფი რუსეთის 9 მოქალაქეც.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეები ბელგოროდის რეგიონში მოსკოვსა და კიევს შორის გაფორმებული ტყვეთა გაცვლის შეთანხმების ფარგლებში  გადაჰყავდათ. თუმცა, მისი თქმით, ტყვეების გაცვლის ნაცვლად უკრაინული მხარე ხარკივის რეგიონიდან საზენიტო რაკეტებით დაესხა თავს  ამ თვითმფრინავს, რაც ფატალური შედეგით დასრულდა. რუსეთმა საქმის გამოძიება დაიწყო.

უკრაინულ მხარეს რუსეთის ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. უკვე  2 წელია,  მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ურთიერთსაწინააღმდეგო ბრალდებებს უყენებენ. შესაბამისად,  ხშირად ფაქტებისა და სიმართლის დადგენა რთულდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend