მთავარიკუბიევროკავშირის ქვეყნებში Facebook-სა და Instagram-ს შორის მონაცემები აღარ გაიცვლება

ევროკავშირის ქვეყნებში Facebook-სა და Instagram-ს შორის მონაცემები აღარ გაიცვლება

მიმდინარე წლის მარტიდან ევროკავშირში სრულყოფილად ამოქმედდება ციფრული ბაზრის შესახებ კანონი, რომლის მთავარი მიზანია შეაკავონ ტექნოლოგიური გიგანტების მონოპოლია ბაზარზე.

ევროკავშირში მეტას სერვისების მომხმარებლები, ანუ ისინი ვინც იყენებენ ფეისბუკს, მესენჯერს, ინსტაგრამსა და ვოტსაპს შეძლებენ, რომ გაწყვიტონ კავშირი აპლიკაციებს შორის სურვილისამებრ.

ევროპელი მომხმარებლები შეძლებენ, დამოუკიდებლად გამოიყენონ ფეისბუკ მესენჯერი ფეისბუკის ანგარიშის ქონის გარეშე. ასევე, თუ მანამდე ფეისბუკი და ინსტაგრამის ანგარიშები ერთმანეთს დაუკავშირეს, დღეს ეს გადაწყვეტილება შესაძლოა გაუქმდეს.

აპლიკაციების მჭიდრო დაკავშირება მეტას სჭირდება ე.წ. ტარგეტული რეკლამებისთვის, როდესაც პერსონალურად ადამიანის ინტერესებზეა მორგებული რეკლამა.

აღსანიშნავია, რომ მეტას მსგავსად, სერვისების განცალკევების პოლიტიკა შემოიღო კომპანია გუგლმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მისცემს მომხმარებელს საშუალებას თავად შეაჩერონ ინფორმაციის გაცვლა აპლიკაციებს შორის, როგორებიცაა:  გუგლის ძებნა, იუთუბიგუგლის რუკა, ქრომი და სხვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend