მთავარიმსოფლიოNATONATO უკრაინისთვის 200 ათას საარტილერიო ჭურვს შეისყიდის

NATO უკრაინისთვის 200 ათას საარტილერიო ჭურვს შეისყიდის

NATO-მ ასიათასობით საარტილერიო ჭურვის წარმოების თაობაზე კერძო სამხედრო კომპანიებთან კონტრაქტი გააფორმა. ამ კონტრაქტის მოცულობა 1 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს და 155-მილიმეტრიანი 200 ათასი საარტილერიო ჭურვის წარმოებას გულისხმობს.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე დიდი ხანია დემოკრატიული დასავლეთისგან საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ერთად საარტილერიო ჭურვების მიწოდებასაც ითხოვენ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მკვლევართა ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები 24 საათში საშუალოდ 4 ათასიდან 7 ათასამდე საარტილერიო ჭურვს ისვრიან.

„ეს სამხედრო კონტრაქტი მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი წევრი სახელმწიფოების ტერიტორიების დაცვის თვალსაზრისით, ასევე უკრაინის მხარდაჭერისთვის. ჩვენ უკრაინას დავეხმარებით ყველა იმ შეიარაღებითა და ტყვია-წამლით, რომლებიც კიევს ესაჭიროება. ვლადიმერ პუტინს უკრაინაში გამარჯვების შანსი არ უნდა მივცეთ. პუტინის გამარჯვება ტრაგედია იქნება. ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე დღეს ჩვენი უფრო მეტი ჯარისკაცია, ვიდრე გუშინ. ამ კვირის მიწურულს კი ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდ სამხედრო მანევრებს ჩავატარებთ. ამ მანევრებში 90 ათასზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. მოსკოვში ეჭვი არ უნდა შეეპაროთ, რომ ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფოს დაცვისთვის მზად ვართ“, – აცხადებს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend