გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი კანონმდებლების წინაშე სიტყვით წარდგა. ბრიტანელმა ლიდერმა ახლო აღმოსავლეთში “ჰამასსა” და ისრაელს შორის მიმდინარე ომთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ აუცილებელია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
რიში სუნაკის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა უნდა უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც “ჰამასის” მიერ გატაცებული მძევლები გათავისუფლდებიან. მისივე განმარტებით, ღაზის ექტორი “ჰამასის” ნაცვლად პალესტინურმა ადმინისტრაციამ უნდა მართოს.
„მსურს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომთან დაკავშირებით გითხრათ რამდენიმე სიტყვა. მე პრეზიდენტ ბაიდენთან ხშირად ვმართავ კონსულტაციებს საერთო პოზიციის შესაჯერებლად. აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა, რათა უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი შევაჩეროთ. ჰუმანიტარული დახმარების გაწევა უმნიშვნელოვანესია.
“ჰამასსა” და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას წინ უნდა უძღოდეს გატაცებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედროების სახლში უპირობოდ დაბრუნება. ამავე დროს ღაზის სექტორში პალესტინის ადმინისტრაციის მმართველობა გაცილებით უფრო რეალისტურს გახდიდა რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას“, – განაცხადა რიში სუნაკმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ- მინისტრმა.