კამერუნში სამედიცინოს სფეროს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს კამპანია ათწლეულების განმავლობაში საუკეთესო მცდელობაა კონტინენტზე კოღოებით გავრცელებული დაავადების შესამცირებლად.
ცენტრალური აფრიკის ქვეყანა იმედოვნებს, რომ ორი წლის განმავლობაში 250 000 ბავშვის ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი.
აფრიკაში ყოველწლიურად პარაზიტული დაავადების დაახლოებით 250 მილიონი შემთხვევაა. იღუპება 600 000-ამდე ადამიანი, ძირითადად მცირეწლოვნები.
კამერუნი დამტკიცებული ორი ვაქცინიდან გამოიყენებს ერთს – ,,მოსქვირიქსს”.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვაქცინას ორი წლის წინ დაუჭირა მხარი და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაზე მუშაობა კვლავ გრძელდება, მისი გამოყენება მაინც მკვეთრად შეამცირებს მძიმე ინფექციების განვითარებასა და ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობას.
ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული და ჯანმოს მიერ ოქტომბერში დამტკიცებული მალარიის მეორე ვაქცინა შეიძლება პრაქტიკული გამოსავალი იყოს.
ეს ვაქცინა უფრო იაფია და მოითხოვს სამ დოზას. ინდოეთის შრატის ინსტიტუტის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ მათ შეუძლიათ წელიწადში 200 მილიონ დოზის მიღება. მალარიის პარაზიტი ძირითადად ინფიცირებული კოღოებისგან ვრცელდება და შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სიმპტომი, მათ შორის ცხელება, თავის ტკივილი და შემცივნება.