მთავარიაზიაიემენიდასავლეთის კიდევ ერთი ავიაიერიში იემენში

დასავლეთის კიდევ ერთი ავიაიერიში იემენში

ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საჰაერო ძალებმა იემენში, ჰუსიტთა პოზიციებზე, კიდევ ერთი იერიში მიიტანეს. ამ იერიშის სამიზნე მიწისქვეშ განთავსებული სამხედრო ინფრასტრუქტურა იყო.

როგორც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, არსებობდა საშიშროება, რომ ჰუსიტები სარაკეტო შეიარაღებით კიდევ ერთხელ მიიტანდნენ იერიშს წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებზე.

საერთო ჯამში ჰუსიტების წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციამ უკვე 8 შეტევა მიიტანა. ჰუსიტები კი აცხადებენ, რომ ისინი შეჩერებას არ აპირებენ. უცნობია, თუ რა ზომებს მიმართავენ დემოკრატიულ დასავლეთში ჰუსიტების მიერ იერიშების გაგრძელების შემთხვევაში.

„ჩემ მიერ გაცემული ბრძანების თანახმად, ჩვენი სამეფოს სამხედრო საჰაერო ძალებმა იემენში ჰუსიტთა პოზიციებზე კიდევ ერთი იერიში მიიტანეს. ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით, რადგან სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენელთა მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ჰუსიტების მხრიდან ჩვენი სავაჭრო ხომალდები საფრთხის ქვეშ არის. ჩვენ არასოდეს დავიხევთ უკან, როდესაც საქმე მშვიდობიანი, კომერციული სავაჭრო-საზღვაო ხაზებისა და მეზღვაურების დაცვას ეხება“, – განაცხდა რიში სუნაკმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საჰაერო ძალებმა უკვე რიგით მერვე შეტევა მიიტანეს ჰუსიტთა პოზიციებზე. ვაშინგტონისა და ლონდონის სამხედრო საზღვაო ძალებმაც მიიღეს მონაწილეობა ამ სამხედრო ოპერაციაში. იემენში მოქმედი ჰუსიტების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობას ამ ეტაპზე ნიდერლანდების, ავსტრალიის, ბაჰრეინისა და კანადის შეიარაღებული ძალები იღებენ.

დემოკრატიული დასავლეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა ბოლო იერიშისას ჰუსიტების მიერ მიწისქვეშ აშენებული სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება სცადეს. საერთო ჯამში 28 ადგილას ჰუსიტთა 60-ზე მეტი სამხედრო ობიექტი განადგურდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend