მთავარისაქართველოსაქართველოს მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო

თბილისში რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი დაიწყება. მთავრობის ცნობით, მის ბაზაზე თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება.

საქართველოს მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სპეციალისტების დასკვნით, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელია და მიზანშეწონილიც არ არის. შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო კომპენსაციებსა და სხვადასხვა როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებას სთავაზობს. 2023 წელს რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დანგრევის საკითხზე მთავრობის გეგმას ექიმების პროტესტი მოჰყვა. ექიმები ითხოვდნენ, რომ მთავრობა კლინიკის რეკონსტრუქციის იდეაზე შეჩერებულიყო, ან ახალი შენობა უკვე არსებული კლინიკის გვერდით აეშენებინათ, მშენებლობის დასრულებამდე კი მათ ჩვეულებრივ ემუშავათ.

„სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე. საფუძვლიანად შეისწავლა რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული; შეისწავლა, თუ რამდენად პასუხობს კლინიკა უსაფრთხოების ნორმებსა და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები; ჩატარდა ხუთი სხვადასხვა ექსპერტული კვლევა; მომზადდა შესაბამისი დასკვნები, რომლებმაც კლინიკაში არსებული რთული ვითარება მკაფიოდ წარმოაჩინა. სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია. შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend