„ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზის სექტორის საავადმყოფოებში გასულ უქმეებზე 178 ადამიანი გარდაიცვალა.
სამინისტროს სპიკერის აშრაფ ალ-ქიდრას განცხადებით, მიმდინარე ომის შედეგად 25 105 პალესტინელი დაიღუპა, 62 000-ზე მეტი კი დაშავდა.

ალყაში მოქცეულ ღაზის სექტორში გრძელდება სამხედრო მოქმედებები.
ისრაელს საჰაერო იერიში მიაქვს რეგიონზე. მათ დაბომბეს ის ადგილებიც, სადაც ისრაელმა მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.
პალესტინელთა დიდი ნაწილი ევაკუაციის ბრძანებას არ ემორჩილება, რადგან, მიაჩნიათ რომ უსაფრთხო ადგილი აღარ არსებობს.
ისრაელის არმიამ კვირას გაავრცელა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ გვირაბში დაახლოებით 20 დაკავებული მძევალია.
This is where Hamas held hostages.
IDF soldiers operated in a tunnel located at the heart of a civilian area in Khan Yunis that was used to hold about 20 hostages at different times. The tunnel was about 830 meters long and about 20 meters deep.
We cannot and will not rest… pic.twitter.com/fDxLNr6lXb
— Israel Defense Forces (@IDF) January 21, 2024
ისრაელის არმიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 830 მეტრი ფართობის გვირაბი ღაზის სექტორსა და ხან იუნისს აკავშირებს და ის 20 მეტრის სიღრმისაა. „ჰამასის“ ლიდერები ამბობენ, რომ მძევლებს მანამდე არ გაათავისუფლებენ, სანამ ისრაელი შეტევებს არ შეწყვეტს.
მიმდინარე ომის შედეგად ღაზის მოსახლეობის 85 პროცენტს საკუთარი კარ-მიდამოს დატოვება მოუწია.
ასობით ათასი პალესტინელი გაეროს თავშესაფრებსა და კარვებში ცხოვრობს.
გაეროს ინფორმაციით, ისრაელის ბლოკადის გამო ღაზის სექტორში მხოლოდ მცირე რაოდენობის დახმარება შედის. მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა, რეგიონში სწრაფად ვრცელდება სხვადასხვა დაავადებაც.