ევროპელი დიპლომატები ამბობენ, რომ კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში იარაღით ვერ მოგვარდება.
დემოკრატიული დასავლეთი გეოპოლიტიკურ გამოწვევებს როგორც წესი ერთიანი პოზიციებით ხვდება, თავისთავად არსებობს მომენტები, როდესაც ბრიუსელი და ვაშინგტონი სხვადასხვა საგარეო პოლიტიკურ პოზიციას იკავებენ. ამის კარგი მაგალითია ერაყის 2003 წლის ომი, როდესაც პარიზი და ბერლინი წინააღმდეგი იყვნენ ამ სამხედრო ინტერვენციისა. როგორც ჩანს, ბრიუსელისა და ვაშინგტონის პოზიციები სულ მცირედით მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან ისრაელსა და “ჰამასს” შორის მიმდინარე ომთან დაკავშირებითაც.
ახლო აღმოსავლეთში ომი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ისრაელში ჩავიდნენ. ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მაღალჩინოსნებმა თავდაპირველად მკაფიოდ დაიკავეს ისრაელის მხარდამჭერი პოზიციები. მეორე მხრივ, თუ ევროპულ ქვეყნებში მოსახლეობა ერთსულოვნად უჭერს მხარს უკრაინის დახმარებას, შედარებით სხვა ვითარებაა ისრაელისა და პალესტინის ომის შემთხვევაში.
“We need an immediate humanitarian ceasefire.
To ensure sufficient aid gets to where it is needed.
To facilitate the release of the hostages.
To tamp down the flames of wider war.”
— @antonioguterres speaking this past week on the situation in Gaza.https://t.co/zg1UFWEM4x pic.twitter.com/6cXbSylvKu
— United Nations (@UN) January 20, 2024
მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ რიგითი ევროპელი გულგრილად ვერ უყურებდა ღაზის სექტორის ნანგრევებში ათასობით ბავშვის გვამს, ბრიუსელში დღესდღეობით აცხადებენ, რომ უპირველესი მიზანი ცეცხლის შეწყვეტაა და რეგიონში ისეთი პირობების შექმნა, რომელიც მყარი მშვიდობის დამყარებას შეუწყობდა ხელს. ეს კი პირველ რიგში პალესტინის სრულფასოვანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას გულისხმობს.
3 in 4 people in #Gaza are internally displaced. These are the conditions they live in. #CeasefireNOW pic.twitter.com/vKUiGYCJhP
— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) January 19, 2024
“ამ კონფლიქტის შეჩერება შეიარაღებით შეუძლებელია. 7 ოქტომბრის შემდეგ 25 ათასამდე ადამიანია დაღუპული. ღაზაში კატასტროფული ვითარება სუფევს. შიმშილისა და სხვადასხვა ეპიდემიის გავრცელების საშიშროებაც არის. ძალადობა უნდა შეწყდეს, მე ბელგიის სამეფოსა და ჩვენი ევროპის საბჭოს პრეზიდენტობის ეგიდით ვაცხადებ, რომ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას და მძევალთა უპირობო გათავისუფლებას. პატივი უნდა ვცეთ საერთაშორისო სამართალს და შევძლოთ მშვიდობიანი თანაცხოვრება”, – ამბობს ჰადჯა ლაჰბიბი, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
როგორც სტეფან სეჟურნე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს: “მოხარული ვარ, რომ “ჰამასს” სანქციები დავუწესეთ, იმედი მაქვს, რომ დასავლეთ სანაპიროზე უკანონოდ დასახლებულ ადამიანებსაც მალე დაუწესდებათ სანქციები. რაც შეეხება ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებს, აუცილებელია სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ორი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გეგმის აღსრულება, ისრაელის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები შემაშფოთებელია”.
“ჩვენი მიზანია, რომ ყველა ღონე და ხერხი ვიხმაროთ ისრაელსა და “ჰამასს” შორის სამხედრო მოქმედებების დაუყონებლივ შეწყვეტის მიზნით. აუცილებელია, რომ კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული დახმარება შეუფერხებლად შედიოდეს. ვერანაირი გამართლება ვერ ექნება გაჭირვებული ადამიანებისთვის დახმარების არ მიწოდებას”, – ამბობს მაიკლ მარტინი, ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
“ვითარების გაუმჯობესების შესაძლებლობის არ მჯერა, პირიქით, ვითარება უარესდება. ევროკავშირი შეთანხმებულია, რომ ორი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პრინციპი და იდეა შეუცვლელია, დამოუკიდებელი პალესტინის გარეშე რეგიონში მშვიდობის დამყარება გართულდება, გულდასაწყვეტია ისრაელის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები, ის გამორიცხავს პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას” – განაცხადა კრისიანის კარინსმა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ისრაელ კატცი, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: “მე ბრიუსელში ჩემს კოლეგებთან შესახვედრად ჩამოვედი, ორი ძირითადი საკითხია, რომელთა შესახებაც მსურს საუბარი. პირველ რიგში ვგულისხმობ “ჰამასის” ტყვეობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლებას, მაგალითად, ამ ჩვილის, ის მხოლოდ ერთი წლისაა და ამ ახალგაზრდა ქალების. ამ სურათებზე კარგად ხედავთ, თუ რა მდგომარეობაში იყვნენ ისინი ტყვეობამდე და როგორ გამოიყურებიან ახლა, მეორე საკითხი კი გახლავთ “ჰამასის” ბოლომდე მოსპობა, ისრაელმა უსაფრთხოება უნდა დაიბრუნოს”, – ამბობს ისრაელ კატცი, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი.
“ჰამასსა” და ისრაელის შორის 7 ოქტომბერს დაწყებული ომის შედეგად დაღუპულთა რიცხვი უკვე 25 ათასს აჭარბებს, ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, კი ომი ჯერ არ შეწყდება.
🔴This weapons production site was located in a central civilian area in Al-Maghazi and threatened the lives of both Gazans and Israelis.
In response to this threat, IDF troops destroyed the factories, weapons and a loaded rocket launcher. pic.twitter.com/LwBQWgZNgc
— Israel Defense Forces (@IDF) January 21, 2024