მთავარისაქართველოსად დაიკარგა ფიჭვების ცნობილი ნარგავები, რომლებიც ასე ამშვენებდა თბილისს

სად დაიკარგა ფიჭვების ცნობილი ნარგავები, რომლებიც ასე ამშვენებდა თბილისს

ძველი თბილისელები სევდიანად იხსენებენ თბილისსა და მის შემოგარენში გაშენებულ ფიჭვის ბაღებსა და ტყეებს.

დაზიანებული და გამხმარი ფიჭვები უკვე წლებია თბილისის პრობლემაა. გოძიაშვილის პარკში დამსვენებლებს ახსოვთ აქ მდგარი ულამაზესი ფიჭვის ხეები, რომლებიც მათზე შესეული მავნებლების გამო გაიჩეხა.

მავნებლებს, რომლებიც ამ მცენარეებს ანადგურებენ, უცნაური სახელები ჰქვიათ – „დიდი მებაღე“ და „პატარა მებაღე“. ეს მავნებლები მხოლოდ ფიჭვს ერჩიან, ჭამენ ხის ქსოვილს, ლაფანს და სასიცოცხლო უნარს უკარგავენ.

ფიჭვი თბილისში ბუნებივად გავრცელებული არ არის. ის ძირითადად საბჭოთა კავშირის პერიოდში დაირგო. თბილისის 11 900 ჰექტარზე გაშენებული ნარგავებიდან 1500 ჰექტარი ფიჭვს უკავია.

მწვანე ნარგავები ყველა ქალაქისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ხეს ქალაქსა თუ სხვაგან კანონი იცავს. როცა ხე რაიმე მიზეზის გამო იჭრება, სანაცვლოდ ახალი ირგვება, მაგრამ ყოველთვის იმავე ადგილზე არა და თანაც, ხის გაზრდასა და შემდეგ ტყის წარმოქმნას დრო სჭირდება.

მართალია, მავნებელი „დიდი და პატარა მებაღე“ მხოლოდ ფიჭვებს აზიანებს, მაგრამ ათასი მიზეზის გამო და ასევე გლობალური დათბობის გამო ტყე და ნარგავები სულ უფრო დაუცველი ხდება და გარემოს შესანარჩუნებლად მუდმივი მუშაობაა საჭირო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend