მთავარისაქართველოიმედის საბაბი

იმედის საბაბი

პანკისის ხეობაში შენგელი ტოხოსაშვილი ტრადიციულ ქისტურ ლუდს ხარშავს. მისი ბიზნესი ევროკავშირის მიერაა მხარდაჭერილი. რეგიონში ფიქრობენ, რომ საქართველოში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება, თუ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება.

პანკისის ხეობის სოფელ ომალოში შენგელი ტოხოსაშვილი საკუთარ ეზოში აშენებულ ქარხანაში ტრადიციულ ქისტურ ლუდს აწარმოებს.

საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში უალკოჰოლო ასკილისა და კუნელისგან დამზადებულ ლუდს ქისტები საუკუნეებია ხარშავენ.

შენგელის მეწარმეობის ამბავი შემთხვევით დაიწყო. თავდაპირველად იდეა, საოჯახო ტრადიცია, ბიზნესად ექცია, USAID-ის პროგრამის „ზრდას“ გამარჯვებული გახდა.

ახლა კი აქ, ლუდი „ქისტურის“ დასაგემოვნებლად არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან. მისი ბიზნესი კი ევროკავშირის მიერაა მხარდაჭერილი.

უმუშევრობის გამო პანკისის ხეობას მაცხოვრებლების დიდი ნაწილი ტოვებს. სწორედ ამიტომ, რეგიონისთვის ადგილობრივი ბიზნესების წარმატება არსებითად მნიშვნელოვანია. რეგიონში მიაჩნიათ, რომ ევროინტეგრაციის შემთხვევაში სოფლებიდან წასული ხალხი შესაძლოა, უკან დაბრუნდეს.

რეგიონიდან მოსახლეობის გადინება რომ შეჩერდეს, პირველ რიგში ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობებია საჭირო… იმ ადამიანებს კი, რომლებიც ახალ თაობასთან მუშაობენ, მიაჩნიათ, რომ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება, თუ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება…

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend