ბერლინში ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ ცენტრალური ქუჩების ნაწილი სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა გადაკეტეს. გერმანელი მძღოლების პროტესტის მიზეზი საგადასახადო სისტემისა და სხვა შესაბამისი რეგულაციებით გამოწვეული უკმაყოფილებაა.
ქვეყნის ხელისუფლება უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე არსებული ეკონომიკური გამოწვევების გათვალისწინებით ცდილობს, გარემოს დაცვის ახალი სტანდარტებით წარმართოს ეკონომიკური საქმიანობა, რაც მძღოლების აზრით, მათ ფინანსურ მდგომარეობას აუარესებს. ისინი საგადასახადო შეღავათების დაწესებას ითხოვენ.