მთავარისპორტი"ჩელენჯ თასი"

“ჩელენჯ თასი”

“ჩელენჯ თასის” ჯგუფურ ეტაპზე “შავი ლომი” ფრანგულ კლერმონს დაუპირისპირდება.

საქართველოსა და საფრანგეთის სარაგბო გუნდები “შავი ლომი” და “კლერმონი” ძალიან მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადებიან.

მიხეილ მესხის სტანდიოზე 20 იანვარს “ჩელენჯ თასის” ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური უნდა გაიმართოს.

მატჩისწინა ვარჯიშები ქართველმა და ფრანგმა მორაგბეებმა უკვე გამართეს.

„ჩვენთვის თავისთავად ძალიან დიდი შანსია, რომ გავიდეთ ჯგუფიდან, თუმცა ურთულესი იქნება, მოდი, რეალობას თვალი გავუსწოროთ“, – ამბობს მერაბ შარიქაძე, “შავი ლომის” კაპიტანი.

ლევან მაისაშვილისთვის როგორც “შავი ლომის” მწვრთნელისთვის შესაძლოა, ეს თამაში ბოლო იყოს. თუ მისი გუნდი ამ თამაშს მოიგებს და ჯგუფიდან გავა, ის გააგრძელებს გუნდის გაწვრთნას და თუ ასე არ მოხდა, ტურნირის დასრულების შემდეგ თანამდებობას დატოვებს. მას რიჩარდ კოკერილი შეცვლის, ახლად დანიშნული ინგლისელი მწვრთნელი, რომელიც ასევე ესწრებოდა მატჩინსწინა ვარჯიშს.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „შავ ლომს“ გავწვრთნი, აქ 50% საქართველოს ნაკრების მოთაშეები არიან და ეს ძალიან კარგი კავშირია, ამასთან ერთად მსურს, უფრო მეტი გავიგო ქართული რაგბის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ყველაფერი“, – ამბობს რიჩარდ კოკერილი, “შავი ლომისა” და საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელი.

“კლერმონის” მორაგბე გიორგი გერგედავა ამბობს, რომ მისთვის საინტერესოა საქართველოში თამაში ქართული გუნდის წინააღმდეგ.

„ორმაგი გრძნობა იყო ჩემთვის, რადგან ჩემი მეგობრების, ვისთან ერთადაც ვითამაშე ახალგაზრდულ ნაკრებში, მათ წიინაღმდეგ მომიწევდა თამაში, მაგრამ ძალიან გახარებული ვარ, რომ შავმა ლომმა მიიღო მოანაწილეობა ამ ტურნირში, საკმაოდ წარმატებულად“, – ამბობს გიორგი გერგედავა, “კლერმონის” ქართველი ლეგიონერი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend