მთავარიევროპარუსეთიბაშკირეთის რესპუბლიკაში პროტესტი გრძელდება

ბაშკირეთის რესპუბლიკაში პროტესტი გრძელდება

რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკაში, საპროტესტო აქციები გრძელდება. რუსული მედიის ცნობით, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის კონფლიქტის შედეგად მინიმუმ 10 ადამიანია დაკავებული.

დემონსტრაციები ბაშკირეთში ერთი კვირაა გრძელდება და 1000-ზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტა გარემოსდამცველი აქტივისტის, ფაილ ალსინოვის, დაკავება. ფაილ ალსინოვი ეთნიკური შუღლის გაღვივების ბრალდებით დააპატიმრეს. მის მიმართ საქმე აღძრეს 2023 წლის აპრილში ოქროს მოპოვების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლის გამო.

აქციაზე გამოსვლისას ალსინოვი ამბობდა, რომ სანამ ბაშკირები უკრაინაში იბრძვიან, სახელმწიფო მათ მიწებს ართმევს. ის კი, ვინც ბაშკირეთში ოქროს მოპოვებას ცდილობს და ბუნებას აზიანებს, შემდეგ სახლში ბრუნდება, განადგურებულ ბუნებას კი ადგილობრივ მოსახლეობას უტოვებს. მან სიტყვით გამოსვლისას ამ კონტექსტში სომხები და რუსები ახსენა. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

რუსული დამოუკიდებელი მედიის ცნობით, ეს ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია იყო მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend