უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ სწორედ კიევის სამხედრო დრონები გამოჩნდნენ რუსეთის ყოფილ დედაქალაქში. კიევში აცხადებენ, რომ ერთერთმა სამხედრო დრონმა ვალდაიში მდებარე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სასახლესაც გადაუფრინა. სანქტ-პეტერბურგი უკრაინიდან 1000 კილომეტრზე მეტით არის დაშორებული.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, მათ ერთი სამხედრო დრონი მოსკოვის სიახლოვეს ჩამოაგდეს, ერთი კი სანქტ-პეტერბურგის ჩრდილოეთით. ჩამოგდებული სამხედრო დრონის ნაწილები ნავთობის ტერმინალის ტერიტორიაზე ჩამოცვივდა.