მთავარიკუბიტექნოლოგიურ “გიგანტებს” ევროკავშირის კანონის უპატივცემულობაში ადანაშაულებენ

ტექნოლოგიურ “გიგანტებს” ევროკავშირის კანონის უპატივცემულობაში ადანაშაულებენ

24 ცნობილი მედია და ტექნოლოგიური კომპანია გაერთიანდა რათა გამოეხატა შეშფოთება მსხვილი ტექნოლოგიური გიგანტი კომპანიების მიმართ, როგორებიცაა Google, Amazon, Apple, Meta და Microsoft.

კომპანიების კოალიციას მიაჩნია, რომ ტექნოლოგიური გიგანტები არ შედიან მათთან კომუნიკაციაში და მათთან თანამშრომლობა ინდუსტრიაში ფაქტობრივად შეუძლებელია.

ციფრული ბაზრის შესახებ ევროკავშირის კანონის მიხედვით, კომპანიები, რომლებსაც თვეში 45 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და საბაზრო კაპიტალი აღემატება 80 მილიარდ დოლარს, მიიჩნევიან ე.წ. გეითქიფერებად.

ეს სიტყვა გამოიყენება იმ კომპანიებთან მიმართებით, რომლებიც დომინირებენ ბაზარზე და პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებს მომხმარებლის არჩევანს თუ რა აპლიკაციაზე ჰქონდეს ან არ ჰქონდეს მას წვდომა.

ხოლო ევროკავშირის ციფრული ბაზრის შესახებ აქტი მოითხოვს, რომ ტექნოლოგიურ გიგანტების აპლიკაციებს მიეცეს საშუალება ითანამშრომლოს ამ გიგანტების კონკურენტებთან.

ციფრული ბაზრის შესახებ კანონის  მთავარი მიზანია, რომ შეიცვალოს ტექნოლოგიური კომპანიების დამოკიდებულება სხვა დეველოპერი კომპანიების მიმართ.  კანონმდებლები განმარტავენ, რომ თუ მომხმარებელს აქვს აიფონი, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გადმოწეროს აპლიკაცია, არა მხოლოდ ეფლის ონლაინ მაღაზიიდან, არამედ სხვა ინტერნეტ მაღაზიიდანაც.

ამასთანავე, კანონში საუბარია იმის შესახებ, რომ მესენჯერ აპლიკაციას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს გზავნილი სხვა, კონკურენციაში მყოფ მესენჯერ-აპლიკაციიდან. მაგალითად, თუ ვინმე იყენებს ტელეგრამს ან სიგნალს, მან უნდა შეძლოს დაუკავშირდეს სხვას ვოტს აპში, ან პირიქით.  ასევე, კანონი კრძალავს უპირატესობა მიენიჭოს კომპანიის სერვისებს. მაგალითად, გუგლი ვეღარ შეძლებს, ჩატვირთოს თავისი საძიებო სისტემა ავტომატურად მომხმარებლის ნებართვის გარეშე.

ევროპელი კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ ეს კანონი განაახლებს ციფრული ბაზრის წესებს, გაზრდის უამრავი მომხმარებლის არჩევანის არეალს და დაასრულებს დიდი ტექნოლოგიური კომპანიების მრავალწლიან მონოპოლიას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend