მთავარისპორტიეროვნული ლიგის ახალი სეზონი

ეროვნული ლიგის ახალი სეზონი

ეროვნული ლიგის კლუბების წარმომადგენლები ახალი სეზონის დაწყებამდე ერთმანეთს შეხვდნენ

ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ლიგის ახალი სეზონი პირველ მარტს იწყება. ეროვნული ლიგა 2-ის კი 8 მარტს… ამ ამბავთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტი ეროვნული ლიგის ოცივე გუნდის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც ახალი სეზონიდან იქნება მნიშვნელოვანი. საუბარი შეეხო ეროვნული ლიგის გუნდებში ლეგიონერების ყოფნის ლიმიტებსა და ასევე კლუბების ლიცენზირებას. შეხვედრაზე ფეხბურთის ფედერაციას რეკომენდაციები და რჩევები ყველა გუნდის წარმომადგენელმა გაუზიარა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend