მთავარისაქართველოზოგადი ცოდნის შეჯიბრება “პაბქვიზი“ თბილისში უფრო და უფრო პოპულალური ხდება

ზოგადი ცოდნის შეჯიბრება “პაბქვიზი“ თბილისში უფრო და უფრო პოპულალური ხდება

თბილისში იზრდება გართობის სხვადასხვა საშუალება. ქართველებისა და საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის სულ უფრო მეტად საინტერესო ხდება „პაბქვიზები“, რომელშიც 5-კაციანი გუნდები ერთმანეთს ზოგადი ცოდნის გამოვლენაში ეჯიბრებიან.

მარიკა ახლოური მეგობრის თხოვნით მივიდა „პაბქვიზი“ ამბობს, რომ თამაში საკმაოდ აზარტულია.

„ძალიან აზარტული აღმოჩნდა. ძალიან ვისიამოვნე, განსაკუთრებით სხვადასხვა ეროვნების ადამიანთან თამაშით. პასუხების გაცემის მომენტში, სხვა ადამიანის გამოცდილებებს იგებ, ეცნობი. მაგალითად, ერთ-ერთმა მონაწილემ სადღაც იმოგზაურა, იქ რაღაც ნახა, ახლა გაახსენდა და აქ დაწერა. კითხვარიც ისე არის შედგენილი, რომ უცხო ენის მოთამაშეებზეცაა გათვლილი და არა მხოლოდ ქართულ ენოვან მოთამაშეებზე. ამ კუთხით ძალიან საინტერესოც არის უცხოელებთან ერთად თამაში”,- ამბობს მარიკა ახლოური.

გრეიდენ ჰეიზენბერგი ხშირად თამაშობს როგორც უცხოელ, ისე ქართველ მოთამაშეებთან ერთად. მისთვის, ცოდნის გამოვლენის გარდა, საინტერესო სწორედ სხვადასხვა ხალხთან ერთად თამაშია.

„ვცდილობ, სათამაშოდ ყოველ კვირას ვიარო. ძალიან მომწონს გუნდური გარემო. სხვებთან ერთად თამაში ძალიან საინტერესოა, რადგან სხვადასხვა თემაზე გვიწევს საუბარი. სახალისოა, გაიგო თუ რა იცი, ან რა არ იცი. აქ რომ მოვდივარ, ერთი მთავარი მიზანი მაქვს – გავერთო.  ხანდახან მოგებაც მინდა.  ყველასთან ერთად ვთამაშობ. ვიქტორინა საერთაშორისოა. აქ ქართულ თემებზე სულ არის კითხვები, შესაბამისად, გაგიჭირდება, თუ გუნდში ქართველი მოთამაშე არ გყავს“, – ამბობს გრეიდენ ჰეიზენბერგი.

პაბქვიზის” ტრადიცია დიდ ბრიტანეთში 1950-იან წლებში დაიწყო, განსაკუთრებული პოპულარობა კი 1970-იან წლებში მოიპოვა, რის შემდეგაც ბრიტანული და ამერიკული კულტურის ნაწილი გახდა.

საქართველოში, კერძოდ თბილისში ერთ-ერთი პირველი „პაბქვიზი” ამერიკელმა გრანტ ფრიმანმა 7 წლის წინ ჩაატარა. მას სურდა, რომ თავის პატარა კაფეში სამშაბათობით უფრო მეტი კლიენტი მოეზიდა.

მისი მიზანია, უცხოელი და ქართველი სტუმრებისთვის სახალისო გარემო შექმნას. ვიქტორინა 5 რაუნდისგან შედგება: ესენია სურათების, მუსიკის, საკვების,  კულტურისა და ზოგადი ცოდნის რაუნდები. კითხვები ისეა შედგენილი, რომ გუნდებში მონაწილეობა მიიღონ როგორც ქართველებმა, ისე  უცხოელებმა.

პაბქვიზა უცხოეთში ყოველთვის პოპულარული იყო. მას შემდეგ, როცა  ვიქტორინის „რა სად როდის“ შესახებ შევიტყვე, მაშინვე მივხვდი, რომ ეს ბრიტანული ტრადიცია საქართველოშიც დამკვიდრდებოდა.  მე ქართველი მეუღლე და მეგობრები მყავს, ჩემი ოცნება იყო, შემექმნა ისეთი ადგილი, სადაც უცხოელები და ქართველები ერთმანეთს დაუმეგობრდებოდნენ. წლების განმავლობაში ჩვენი ვიქტორინის მასშტაბი საკმაოდ გაიზარდა. გვყავს უცხოელების 3-4 გუნდი და ასევე ქართველების 2-3 გუნდი, რომლებიც აქ სათამაშოდ ყოველკვირა დადიან. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს და 5-6 გუნდის ნაცვლად 12-მა გუნდმა ითამაშოს“, – ამბობს ქვიზის ორგანიზატორი გრანტ ფრიმანი.

პაბქვიზში” არსებული გუნდების გარდა, მონაწილეობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ყოველკვირა იცვლიან მოთამაშეებს.

ვიქტორინის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მათ, ვისაც თამაში სურს და გუნდი არ ჰყავს, შეუძლიათ გუნდი სხვა მოთამაშეებთან ერთად შექმნან, ითამაშონ და ახალი მეგობრებიც შეიძინონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend