მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთი წითელ ზღვაში ,,ჰუსიტების" წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებს არ შეუერთდება

საფრანგეთი წითელ ზღვაში ,,ჰუსიტების” წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებს არ შეუერთდება

საფრანგეთი წითელ ზღვაში  აშშ-ის ხელმძღვანელობით ,,ჰუსიტების” წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებს არ შეუერთდება.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი ცდილობს თავი აარიდოს ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციას.

,,საფრანგეთმა გადაწყვიტა, არ შეუერთდეს კოალიციას, რომელიც პრევენციულ ზომებს მიმართავდა და იერიში მიჰქონდა „ჰუსიტებზე“.  რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, არ გვინდა ესკალაცია. ამიტომ ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების აღჭურვილობის დასაცავად.  ეს არ არის სამხედრო საკითხი, ეს დიპლომატიური საკითხია. რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ, რომ ფხიზლად და ყურადღებით ვართ, რათა რეგიონში შენარჩუნდეს ბალანსი და არ გამწვავდეს სიტუაცია“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend