ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ 2024 წელს დემოკრატიას ყველაზე მეტად სჭირდება დაცვა, ვიდრე ოდესმე, რადგან ამ წელს დედამიწაზე 2 მილიარდი ადამიანი მიიღებს საარჩევნო მარათონში მონაწილეობას.
ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას ადმირალმა რობ ბაუერმა რუსეთზეც ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში დემოკრატიის შიშზე არის დაფუძნებული.
Thank you @CinC_AFU Gen Zaluzhnyi. I continue to be impressed by the strength, vision and relentless dedication of you and your forces.
Looking forward to the #NATO – #Ukraine Council meeting tomorrow with you and the #NATOCHoDs.#SlavaUkraïni https://t.co/tH2LKjYYjr
— Admiral Rob Bauer (@CMC_NATO) January 16, 2024
„სინამდვილეში ეს ომი არის არა იმდენად აგრესია უკრაინისა თუ ნატოს მიმართ, არამედ რაღაც სხვა. ეს არის ომი იმის გამო, რომ რუსეთს ეშინია რაღაც უფრო ძლიერის, ვიდრე ნებისმიერი იარაღის დედამიწაზე. რუსეთს დემოკრატიის ეშინია. და თუ უკრაინელ ხალხს ექნება დემოკრატიული უფლებები, მაშინ დემოკრატია რუს ხალხსაც მოუნდება. აი, რეალურად ამის გამოა ეს ომი.
2024 წელს რეკორდული რაოდენობის ადამიანი დედამიწაზე, 2 მილიარდი პირი, მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. 2024 წელს დემოკრატიას ყველაზე მეტად დასჭირდება დაცვა. უკრაინელი ხალხი და უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა დემოკრატიას იცავენ ისე, როგორც არავის არასდროს გაუკეთებია ეს. დღეს 693-ე დღეა იმ ომის, რომელიც რუსეთის აზრით, მხოლოდ სამ დღეს გასტანდა. და ყოველ მომდევნო დღეს, უკრაინას ჩვენი მხარდაჭერა ექნება იმიტომ, რომ სწორედ ეს ომი განსაზღვრავს ჩვენი სამყაროს ბედს“, – განაცხადა ადმირალმა.
მან ასევე მოუწოდა საჯარო და კერძო აქტორებს, მხარი დაუჭირონ უკრაინას მის “ეგზისტენციალურ ბრძოლაში”.