პაკისტანში ამბობენ, რომ ირანის თავდასხმას სერიოზული პასუხი მოჰყვება.
ირანმა პაკისტანზე იერიში მიიტანა. თეირანში ამბობენ, რომ ტერიტორია, სადაც ბომბები ჩამოაგდეს, ექსტრემისტული ჯგუფი “ჯაიშ ალ-ადლი” ბაზად იყენებს.
სავარაუდოა, რომ ეს თავდასხმა ახლო აღმოსავლეთში დაძაბულ მდგომარეობას კიდევ უფრო გაამწვავებს.
🔊: PR NO. 1️⃣5️⃣/2️⃣0️⃣2️⃣4️⃣
Pakistan’s Strong Condemnation of the Unprovoked Violation of its Air Space
🔗⬇️https://t.co/TAWRqC7qMy pic.twitter.com/oqi3tvAOso
— Spokesperson 🇵🇰 MoFA (@ForeignOfficePk) January 16, 2024
ირანის თავდასხმას პასუხი მოჰყვა პაკისტანიდან. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაბომბვას სულ მცირე ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა კიდევ სამი არასრულწლოვანი. სამინისტრომ ინციდენტს პაკისტანის სუვერენიტეტის დარღვევა უწოდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანის ქმედებას სერიოზული შედეგები მოჰყვება.
პაკისტანზე იერიშამდე ერთი დღით ადრე ირანი თავს დაესხა ერაყსა და სირიას.