მთავარისაქართველოიარაღის მჭედელი

იარაღის მჭედელი

იარაღის მჭედლობის ქართული ტრადიცია, რომელსაც ძველი თბილისის მცხოვრები თეიმურაზ ჯალაღონია აგრძელებს. 84 წლის ოსტატს ათეულობით შეგირდი ჰყავს გაზრდილი და ძველ ტექნოლოგიებს მომავალ თაობას უნახავს.

იარაღის მჭედელი თეიმურაზ ჯალაღონია ძველ თბილისში მეუღლესთან, ნანა იმნაძესთან ერთად ცხოვრობს. მეუღლე მრავალი წელია მისი ყველაზე დიდი მხარდამჭერია… მჭედლის საჭურვლით გატაცება ბავშვობას უკავშირდება. თემურ ჯალაღონიას პირად კოლექციაში უამრავ ისტორიულ ნაკეთობას აღმოაჩენთ. მჭედელი იხსენებს, რომ ბავშვობის გატაცება მისი ცხოვრების ნაწილი გახდა. ახალი ნაკეთობების შექმნასთან ერთად მისთვს დიდი სიამოვნებაა საუკუნეების წინანდელი საჭურვლის რესტავრაცია. თემურ ჯალაღონიას წლებია შეგირდებიც ჰყავს. ოსტატი თაობებს გადასცემს ხმლებისა და ხანჯლების ქართული, ტრადიციული მეთოდებით შექმნას. ყველაზე ძველი მოწაფე გოჩა ზეინკლიშვილია, დღეს უკვე, მისი მარჯვენა ხელი. 40 წელია, რაც გრდემლთან ერთად დგანან და როგორც მოწაფე ამბობს, დღემდე სწავლობს ოსტატისგან.

თამაზ ჯალაღონიას ათეულობით მჭედელი ჰყავს გაზრდილი. როგორც ამბობს, იარაღის მჭედლობის პროფესია არ უნდა დაიკარგოს. ფოლადის ძვირფასი ლითონებით გაფორმებას ზარნიშის ტექნოლოგია ჰქვია. ეს მეთოდი წლების განმავლობაში დაკარგული იყო და ახლა ოსტატი და შეგირდი ამაყობენ, რომ ზარნიშის ტექნოლოგიას მომავალ თაობას უნახავენ. აბანოთუბანში გრდემლისა და უროს ხმა, წლებია, თეიმურაზ ჯალარონიას სახლის სავიზიტო ბარათად იქცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend