მთავარიმსოფლიოევროპაევროპარლამენტის პრეზიდენტი ევროპელ ამომრჩეველს მოუწოდებს, ხმა არ მისცეს პოპულისტურ და ექსტრემისტულ პარტიებს

ევროპარლამენტის პრეზიდენტი ევროპელ ამომრჩეველს მოუწოდებს, ხმა არ მისცეს პოპულისტურ და ექსტრემისტულ პარტიებს

ევრონიუსის ინტერვიუ რობერტა მეცოლასთან

ევროპარლამენტში დანიშნული არჩევნების გამო 2024 წელი ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება. წლის პირველ პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ევრონიუსს ესაუბრა, სადაც ევროპელებს მოუწოდა, რომ ივნისის არჩევნებში პოპულისტებისა და ექსტრემისტული პარტიების ნაცვლად პროევროპულ ძალებს დაუჭირონ მხარი.

რობერტა მეცოლა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი Copyright Olivier Hoslet/Pool Photo via AP

“ეს ხუთი წელი ძალიან სწრაფად გავიდა და საკმაოდ რთული იყო. არც შემდეგი ხუთი წელი იქნება მარტივი, მაგრამ დემოკრატია მოითხოვს, რომ აირჩიო და როცა ირჩევ, პასუხისმგებლობაც გეკისრება. ევროპა მომავალში დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება: პოპულიზმი, ექსტრემიზმი, შეუწყნარებლობა. ევროპამ ბოლო წლების განმავლობაში აჩვენა, რომ უპრეცედენტოდ ერთიანია. მოდით, ერთად გავაგრძელოთ ამ გზაზე სიარული, და გვახსოვდეს, რომ ამ წინსვლის არჩევა მხოლოდ ევროპელების ხელშია”.

რობერტა მეცოლას მიაჩნია, რომ მისი თავმჯდომარეობის პირობებში ევროპის პარლამენტმა „უპრეცედენტო ერთობა გამოავლინა“ მაშინ, როცა უმრავლესობა კონსერვატორებმა, სოციალისტებმა, ლიბერალებმა და მწვანეებმა შექმნეს. თუმცა ეს შეიძლება, მომდევნო არჩევნების შემდეგ შეიცვალოს.

გაწუხებთ ევროპაში ულტრამემარჯვენეების აღზევება?

თუ ჩვენ როგორც პროევროპული კონსტრუქციული უმრავლესობა არ მივმართავთ ჩვენს ამომრჩევლებს, მათ გაუჩნდებათ განცდა, რომ არჩევანი არ აქვთ. გაუჩნდებათ განცდა, რომ უკან უნდა დაიხიონ. ეს ყველაფერი კი გამარჯვებას მოუტანს იმ პირებს, რომლებსაც შენებაზე მეტად ნგრევა უნდათ.

ამიტომ შიშზე ლაპარაკის ნაცვლად მირჩევნია ვისაუბრო იმ გამოწვევებსა და პასუხისმგებლობებზე, რომლებიც ჩვენ ყველას ერთად გვაქვს. უნდა დავარწმუნოთ მოქალაქეები, რომ ხმა მოგვცენ ჩვენ, რადგან ჩვენ ვართ ის, ვისაც ევროპის განვითარება სურს”.

არჩევნები ე.წ „კატარგეითის“ შემდეგ ტარდება, რაც ალბათ, ყველაზე დიდი სკანდალია ევროპული ინსტიტუტების ისტორიაში. ფიქრობთ, რომ ამან შეიძლება შეარყიოს ხალხის ნდობა ევროკავშირის მიმართ?

“ჩემი მომავალი მანდატის ფარგლებში ევროპარლამენტის ახალი წევრები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ სტრუქტურები ძლიერია, ხოლო წესები დაცული. გასული წლის განმავლობაში ჩვენ დიდი სამუშაო გავწიეთ და მე მსურს, რომ ვიმსჯელოთ ამაზე და არა იმ ქმედებებზე,რომლებიც კონკრეტულ პირთა მიმართ გარკვეულ ბრალდებებს ეხება”, – ამბობს რობერტა მეცოლა ევრონიუსთან ინტერვიუში.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend