ისრაელის მხარე აცხადებს, რომ მისი არმია ასრულებს ინტენსიური სახმელეთო ოპერაციის ფაზას ღაზაში. მათ უკვე დაამყარეს კონტროლი ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილზე.
თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა დასძინა, რომ სამხედროები მალე დაიკავებენ ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილსაც. ბრიფინგი მას შემდეგ გაიმართა, რაც „ჰამასმა“ გაავრცელა განცხადება, რომ ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვის დროს ორი ისრაელელი მძევალი დაიღუპა. გალანტმა სცადა, გაემართლებინა ისრაელის სტრატეგია.
მისი თქმით, თუ ცეცხლი შეწყდება, გატაცებულები „ჰამასის“ ტყვეობაში მრავალი წლის განმავლობაში იქნებიან. სამხედრო წნეხის გარეშე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ამიტომ, გალანტის აზრით, მხოლოდ ძალის გამოყენებითაა შესაძლებელი მძევლების გათავისუფლება.
ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ ბურეიჯის ლტოლვილთა ბანაკი ისრაელის ძალების გასვლის შემდეგ მიწასთან არის გასწორებული. გაეროში კვლავ აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ ღაზაში არ არის ხელმისაწვდომი სამედიცინო მარაგი, საწვავი, წყალი და სანიტარიული აღჭურვილობა
Gaza: Preventing famine and deadly disease outbreaks requires faster, safer humanitarian access and more supply routes.
UN agencies are calling for fewer restrictions and safety guarantees to increase the flow of aid.
More from @WFP: https://t.co/BmnESKbcLm pic.twitter.com/eIBFzJfLOR
— United Nations (@UN) January 15, 2024
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ამბობს, რომ მართალია, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის თვალსაზრისით გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, თუმცა ეს ზღვაში წვეთია. იქ მყოფ ადამიანებს, რომელთაც თვეების განმავლობაში გაუსაძლისი თავდასხმების გადატანა უწევთ, უფრო მეტი სჭირდებათ.
“We need an immediate humanitarian ceasefire.
To ensure sufficient aid gets to where it is needed.
To facilitate the release of the hostages.
To tamp down the flames of wider war.”
— @antonioguterres on crisis in Middle East. https://t.co/zg1UFWEeeZ pic.twitter.com/GYQaFkkW9P
— United Nations (@UN) January 15, 2024
ბოლო ინფორმაციით, თითქმის 2 მილიონ ადამიანს, ანუ ანკლავის მოსახლეობის 85 პროცენტს, თავისი სახლ-კარის მიტოვება მოუწია.