ბელგიის პრემიერი ამბობს, რომ თუ 2024 წელს აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, ევროპას მოუწევს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი ჰქონდეს.
ალექსანდრ დე კროო, ბელგიის პრემიერ-მინისტრი: “2024 წელი გადამწყვეტი იქნება. ევროპისა და დასავლეთისთვის დასაკარგი ბევრია. სწორედ წელს ჩვენი მმართველობის სისტემა და დემოკრატია დიდი გამოცდის წინაშე დადგება. ეს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. თუ 2024 წელი მოიტანს “ამერიკა უპირველეს ყოვლისა”, ევროპას მოუწევს თავისი თავის იმედად ყოფნა. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, ჩვენ ამ ცვლილებას უნდა მივესალმოთ და გავაძლიეროთ და უფრო დამოუკიდებელი გავხადოთ ევროპა ძლიერი ეკონომიკითა და ევროპული მომავლით”, – განაცხადა ალექსანდრ დე კროომ.
ბელგია ევროპის საბჭოს პრეზიდენტი სახელმწიფოა. 2024-ში კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 70-ამდე ქვეყანაში არჩევნებია დაგეგმილი, მათ შორის, დაგეგმილია ევროპარლამენტის არჩევნები, არჩევნები აშშ-სა და რუსეთში.
At the start of the @EU2024BE presidency Belgium presents its priorities to @Europarl_EN
Protect, strengthen and prepare for all citizens of the EU.
Watch my speech here: https://t.co/NLddPECSxn pic.twitter.com/yKXQhlOL4N
— Alexander De Croo 🇧🇪🇪🇺 (@alexanderdecroo) January 16, 2024