საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ დაადასტურა, რომ უკრაინა საფრანგეთისთვის კვლავ პრიორიტეტია.
სეჟურნემ ამის შესახებ კიევში თავისი პირველი საერთაშორისო ვიზიტის ფარგლებში განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საფრანგეთი უკრაინას მხარს დაუჭერს იქამდე, სადამდეც საჭირო იქნება. მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ უკრაინა და მისი მოკავშირეები მასზე ადრე დაიღლებიან. თუმცა ცდება, ისინი არ დასუსტდებიან. მოკავშირეების მონდომება უცვლელია. ისინი კვლავ აღტაცებული არიან უკრაინელი ხალხის სიმამაცითა და გამძლეობით. გამოსვლის დროს საგარეო საქმეთა მინისტრს იარაღის ახალი პარტიის მიწოდების შესახებ არაფერი უთქვამს.
🇺🇦🇫🇷🇪🇺Avec le président @ZelenskyyUa, nous avons discuté très concrètement des besoins de l’Ukraine en matière de défense.
Au président Zelensky et au peuple ukrainien, je veux rappeler le soutien constant de la France. Il s’inscrit dans la durée. pic.twitter.com/NRiUmYTtvq
— Stéphane Séjourné (@steph_sejourne) January 13, 2024
გასულ უქმეებზე რამდენიმე ათეული ადამიანი სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანის ცენტრში შეიკრიბა.
მათ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციები გამოხატეს. პროუკრაინელი სლოვენები ეთანხმებიან მთავრობის განცხადებას რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებასთან დაკავშირებით. პრორუსი სლოვენები კი უკრაინის ნაცისტურ სახელმწიფოდ გამოცხადებას მოითხოვენ.
ზაპორიჟიის ოლქში ფრონტის ხაზთან ახლოს არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში ომის დაწყების შემდეგ მუშაობა შეჩერებულია. ორიხივში მხოლოდ ექიმი იანა კოლომოეცია, რომელიც ადგილობრივებს დახმარებას უწევს. როგორც თავად ამბობს, მათ აკლიათ ანტივირუსული და გულის სამკურნალო პრეპარატები. ყველაფერი მოშლილია, აფთიაქები არ მუშაობს ქალაქში მხოლოდ ეს ერთი სამედიცინო პუნქტიღაა დარჩენილი.
დასახლებებში მედიკამენტებს მოხალისეები და მაშველები აწვდიან. თუმცა ეს არ არის საკმარისი, ამიტომ იანას ხალხისთვის საჭირო წამლების შეძენა საკუთარი ხარჯებით უწევს.