უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული ავიაციის ორი უმნიშვნელოვანესი თვითმფრინავი გაანადგურეს. ილ-22 და A-50-ის ღირებულება რამდენიმე ასეული მილიონი დოლარია და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს რუსეთის საჰაერო დაზვერვის სისტემაში.
The Ukrainian Air Forces destroyed the enemy A-50 long-range radar detection and control aircraft, worth $330 million, and the Il-22 enemy air control center.
Great job, warriors!
Ukraine will win! pic.twitter.com/kzJYhQwJ4U— Defense of Ukraine (@DefenceU) January 15, 2024
რუსული A-50 ტიპის შორეული აღმოჩენის რადიოლოკაციური თვითმფრინავი, რომელიც მსგავსი დანიშნულების ამერიკული თვითმფრინავის „ავაქსის“ ანალოგია და რუსეთისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული იერიშების დაგეგმვის დროს, განადგურებულია. ეს ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვალერი ზალუჟნიმ ოფიციალურად დაადასტურა, ასევე განადგურებულია ილ-22 ტიპის საფრენი საშუალება, რომელიც საჰაერო მართვის პუნქტის ამოცანებს ასრულებდა.
სამხედრო ბლოგებზე გავრცელებული ინფორმაციით, ამ კლასის თვითმფრინავების დაკარგვა რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვის დიდი დარტყმაა, რადგან მისი ღირებულება რამდენიმე ასეული მილიონი დოლარია. ამავე დროს პერსონალის მომზადებაც ურთულესი პროცესია. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, გარდა საფრენი აპარატებისა, ოკუპანტებს მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვთ სახმელეთო ძალების შემადგენლობაშიც.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა 140-ზე მეტი უკრაინული დასახლება დაბომბეს საარტილერიო საშუალებებით. გარდა ამისა, განხორციელდა 7 სარაკეტო და 60 საავიაციო შეტევა. უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გაძლიერებაზე კვლავ საუბრობს უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბრიტანეთს მნიშვნელოვანი შეთანხმებისთვის და აღნიშნა, რომ პარტნიორი ქვეყნების დახმარებით უკრაინას მეტი საბრძოლო მასალა ექნება.
The Ukraine-UK security agreement provides us with confidence as we defend ourselves against Russian aggression and lays the groundwork for strong security positions until Ukraine joins NATO.
The United Kingdom is the first country with which we have reached such a security… pic.twitter.com/NB9G6RRHtS
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) January 14, 2024
საომარი მოქმედებების პარალელურად კი უკრაინა დანაღმული ტერიტორიის წმენდასაც აგრძელებს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გაავრცელა ანგარიში 2024 წლის იანვრის პირველ ნახევარში განნაღმვითი სამუშაოების შესახებ. ხარკივის რაიონში გაუვნებელყოფილია 691, ხერსონის ოლქში კი 379 ფეთქებადსაშიში მასალა. უწყების ინფორმაციით, რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან დღემდე 98 297 ფეთქებადსაშიში მასალაა განეიტრალებული, ხოლო განნაღმულია 52 516 ჰექტარზე მეტი ფართობი.