მთავარიევროპარუსეთიმედვედევი უკრაინაში რუსეთის იერიშებს აფასებს

მედვედევი უკრაინაში რუსეთის იერიშებს აფასებს

„ბირთვული შეიარაღების გამოყენება ჯერ-ჯერობით საჭირო არ არის“ - დმიტრი მედვედევი

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი სამხედრო წარმოების წარმომადგენლებს შეხვდა და 2023 წელს გაწეული სამუშაო შეაფასა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მეთაურის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ მიტანილ იერიშებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის დემილიტარიზაციას წარმატებით ახორციელებს. დმიტრი მედვედევმა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაც ახსენა და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში კრემლი მას გამოიყენებს.

„ჩვენი სამხედროების მიერ უკრაინაში მდებარე სამიზნეებზე მაღალი სიზუსტით მიტანილი იერიშები წარმატებული გამოდგა. ჩვენმა სამხედრო ინდუსტრიულმა კომპლექსმაც წარმატებით გაართვა თავი 2023 წელს არსებულ გამოწვევებს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ გვაქვს საუკეთესო სარაკეტო შეიარაღება, მათ შორის ბირთვულიც, რომლის გამოყენებაც ჯერჯერობით საჭირო არ არის“,- დმიტრი მედვედევი, რუსეთის უშიშროების საბჭოს მეთაურის მოადგილე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend