მთავარიამერიკაეკვადორიეკვადორში გახშირებული ძალადობის შემთხვევების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ეკვადორში გახშირებული ძალადობის შემთხვევების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ეკვადორში გახშირებული ძალადობის გამო მოსახლეობას შიშში უწევს ცხოვრება. ქვეყანაში სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფება მოსახლეობას და სახელმწიფო სტრუქტურებს ესხმის თავს.

ეკვადორის დედაქალაქ კიტოში პოლიციაა მობილიზებული. პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ კი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

„სევდა და შიში – ეს არის ის, რასაც ახლა ყველანი განვიცდით. არ ვიცით, რა უნდა ვქნათ. ვერაფერს ვაკეთებთ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც, რაც არ უნდა გავაკეთოთ, მაინც წაგებულები ვიქნებით“, – ამბობს ადგილობრივი ალისონ ჩიკაისა.

ეკვადორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის მეთაური ხაიმე ველა ერასო ამბობს, რომ მას პრეზიდენტმა დაჯგუფებების განეიტრალება დაავალა.

ხაიმე ველა ერასომ განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის სასახლიდან, რომელშიც მობილიზებული არიან სამხედრო, უსაფრთხოებისა და მთავრობის მაღალჩინოსნები.

„რესპუბლიკის პრეზიდენტმა დანიელ ნობოა აზინმა მკაფიო ამოცანა დაგვისახა: ამ მომენტიდან ყველა ტერორისტული ჯგუფი, რომელიც იდენტიფიცირებულია, სამხედრო სამიზნეა. ჩვენს აწმყოსა და მომავალს საფრთხე ემუქრება. ვერც ერთი დაჯგუფება დანებებას ვერ გვაიძულებს. ჩვენ უკან დახევას ან ტერორისტულ დაჯგუფებებთან მოლაპარაკებას არ ვაპირებთ. სიკეთეს, სამართლიანობასა და წესრიგს ტერორისტებისგან ნებართვა არ სჭირდება“, – განაცხადა ეკვადორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის მეთაურმა, ხაიმე ველა ერასომ.

პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც დაჯგუფება „ლოს ჩონეროსის” ლიდერი ადოლფო მასიასი, იგივე ფიტო, ციხიდან გაიქცა

„ლოს ჩონეროსის” ლიდერი ადოლფო მასიასი, იგივე ფიტო – copyright AP

ფიტოს ციხიდან გაქცევას ეკვადორში მასშტაბური თავდასხმები მოჰყვა. სამშაბათს დაჯგუფების წევრები ტელევიზიაში შეიჭრნენ, რის შემდეგაც პრეზიდენტმა გასცა ახალი ბრძანება. მან ნარკომოვაჭრეთა 20 დაჯგუფება ტერორისტულ ჯგუფებად გამოაცხადა და ჯარს მისი განეიტრალება დაავალა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend