მთავარიმსოფლიოვინ არიან ჰუსიტები

ვინ არიან ჰუსიტები

ახლო აღმოსავლეთში ომის რამდენიმე კერაა.

ბრძოლები მიმდინარეობს “ჰამასსა” და ისრაელის თავდაცვის ძალებს შორის. შეტაკებებია ამ ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორისაც.

სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლიდან მძვინვარებს.

რეგიონში კიდევ ერთი სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. იემენში 2014 წლიდან ესვრიან მოქალაქეები ერთმანეთს ტყვიებს.

ომი კი გავლენას არა მხოლოდ რეგიონში არსებულ სტაბილურობაზე, არამედ საერთაშორისო ეკონომიკაზეც ახდენს, ვინაიდან კონფლიქტის ზონა ესაზღვრება მსოფლიოში ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან სანაოსნო სავაჭრო კვანძს წითელ ზღვაში.

ხალედ ხიარი, გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებული საკითხებში: “მიგვაჩნია, რომ მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი საშიშროების მომტანია რეგიონის პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული ვითარებისთვის, წითელი ზღვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზონის შემადგენელი ნაწილია. რეგიონში არსებული მძიმე ვითარება მსოფლიო ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს, ამავე დროს არსებობს კონფლიქტის ესკალაციის საშიშროებაც”.

ჰუსიტების მხარდამჭერები წვავენ ამერიკის შეერთებული შტატების დროშას , იემენი, 21 სექტემბერი, 2021 წელი Copyright AP Photo/Hani Mohammed

ჰუსიტთა მოძრაობა რომელსაც “ანსარ ალაჰს” (ღმერთის მხარდამჭერებს) უწოდებენ, შიიტური ისლამის მიმდევარი გასამხედროებული ორგანიზაციაა, რომელიც იემენში გასული საუკუნის 90-იან წლებში შეიქმნა. 2003 წლიდან ეს ორგანიზაცია თანამშრომლობას იწყებს ლიბანში მოქმედ “ჰეზბოლასთან”. ჰუსიტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს 2011 წელს იემენის რევოლუციაში, ხოლო 2014 წლიდან მიმდინარე სამოქალაქო ომში სამიდან ერთერთ მხარეს წარმოადგენენ. ჰუსიტები სახელმწიფოს დასავლეთ ნაწილსა და დედაქალაქ სანაას აკონტროლებენ, საერთო ჯამში ქვეყნის 25 პროცენტს. ჰუსიტებს სამხედრო და ფინანსურ დახმარებას ირანის ისლამური რესპუბლიკა უწევს.

ჯონ გამბრელი, AP-ის საინფორმაციო დირექტორი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მიმართულებით: “ჰუსიტები აჯანყებულთა გასამხედროებული ორგანიზაციაა, რომელიც იემენის დედაქალაქს 2014 წლიდან აკონტროლებს. ჰუსიტები დაპირისპირებულნი არიან საუდის არაბეთის მეთაურობით შექმნილ კოალიციასთან, რომელიც იემენის ხელისუფლებას უჭერს მხარს. ბოლო პერიოდია, რაც ჰუსიტები წითელ ზღვაში სავაჭრო გემებს ესხმიან თავს, გაცხადებული მიზეზი კი ღაზის სექტორში მყოფი პალესტინელების მხარდაჭერაა, მაგრამ ნათელია, რომ ჰუსიტთა მიერ სავაჭრო გემებზე თავდასხმა საფრთხეს უქმნის საერთაშორისო ეკონომიკას და არა იმდენად ისრაელს, ჯერჯერობით ეს გადაუჭრელ პრობლემად რჩება”.

იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომს დღემდე 300 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend