მთავარიმსოფლიომსოფლიოში კოვიდის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები იზრდება

მსოფლიოში კოვიდის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები იზრდება

კორონავირუსის შემთხვევები იზრდება მსოფლიო მასშტაბით. ახლა სხვადასხვა ქვეყანაში ვირუსის  ერთ-ერთი ვარიანტის ომიკრონის ორი ქვეშტამია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ახალი შტამები გავრცელდა მინიმუმ 41 ქვეყანაში. თავდაპირველად კი  ის აშშ აღმოაჩინეს.

„მიუხედავად იმისა, რომ კოვიდით ავადობის შემთხვევები იზრდება, ის არ იქნება იმ კოვიდის მსგავსი, რაც წინა წლების ზამთრის პერიოდში გვქონდა. აქედან გამომდინარე, იქნება შემთხვევების ზრდა, თუმცა არ იქნება იმდენი, რომ მან ჯანდაცვის სისტემის მუშაობა შეაფერხოს“, – ამბობს უილიამ შაფნერი, ვანდერბილტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ინფექციურ დაავადებათა განყოფილების პროფესორი.

არის თუ არა ახალი შტამი საქართველოში გავრცელებული, ჯერჯერობით უცნობია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყანაში ახლა სეზონური ვირუსებია, თავად კოვიდის ახალი შტამი კი ამ ეტაპზე საფრთხეს არ წარმოადგენს.

“ეს არის JN1 HV1.  საყურადღებოობა გამომდინარეობს იქიდან, რომ ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მათმა წილმა საერთო ინფიცირებულთა რაოდენობაში მკვეთრად მოიმატა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მალე ეს შტამები გახდება დომინანტი და შესაძლოა, გლობალურადაც შექმნას გარკვეული პრობლემები. თუმცა ეს არ ნიშნავს ნამდვილად იმას, რომ ის რაიმე დამატებით საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე წარმოადგენდა ომიკრონის სხვა ქვეშტამები. იმიტომ, რომ ამ ეტაპზე როგორც არის ინფორმაცია, დაავადების მიმდინარეობა გარკვეულწილად არის ისეთივე ამ შტამებით გამოწვეული, როგორიც იყო ომიკრონის სხვა ქვეშტამების დროს. შედარებით ახასიათებს მსუბუქი მიმდინარეობა, თუ ავიღებთ კოვიდის პირვანდელ შტამებს, ბრიტანულს ან დელტას, ახასიათებს სწრაფი გავრცელება და განსაკუთრებით საყურადღებოა რისკ ჯგუფებში, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს შტამები არის დაკვირვების ქვეშ, დეტალური დასკვნების გაკეთება ცოტა ნაადრევია”, – ამბობს ალექსანდრე გოგინავა-ინფექციონისტი. 

სპეციალისტების რეკომენდაციები უცვლელია, იქნება ეს კოვიდი თუ სხვა რესპირატორული ინფექციები, ჰიგიენური ნორმების დაცვა, დახურული სივრცეების ხშირად განიავება და პირბადის გამოყენება.

ექსპერტები გრიპისა და COVID-ის შემთხვევების ზრდას იანვრის ბოლოს ელიან, შემდეგ კი მათი აზრით, შემთხვევების რაოდენობა დაიკლებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend