მთავარიევროპაუკრაინამოსალოდნელია თუ არა კრემლის იერიში ხარკივზე

მოსალოდნელია თუ არა კრემლის იერიში ხარკივზე

რუსულმა საოკუპაციო არმიამ კვლავ დაბომბა უკრაინული ქალაქები, მათ შორის ხარკივი. ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა დაახლოებით 120 უკრაინული დასახლება და როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, მშვიდობიან მოსახლეობაში არის მსხვერპლიც. კრემლი უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიისას კვლავ აქტიურად იყენებს სხვადასხვა მოდიფიკაციის რაკეტასა და ირანული წარმოების დრონებს. სამხედრო ბლოგებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიკოპოლში რუსებმა ღამის ხედვის კამერებით აღჭურვილი ახალი თვითმკვლელი დრონები გაუშვეს.

დეკემბრის ბოლოს კი უკრაინელ პილოტთა პირველმა ჯგუფმა საბაზისო მომზადება დაასრულა. პილოტები უკვე გაემგზავრნენ დანიაში, რათა საბრძოლო თვითმფრინავების F16-ების მართვა შეისწავლონ. პარალელურად ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ოლექსანდრ პავლიუკმა საკუთარ “ტელეგრამარხზე” დაწერა. დამატებითი შეიარაღების საჭიროება კვლავ დღის წესრიგშია. სამხედრო ბლოგებზე ასევე საუბრობენ მოსალოდნელ ახალ რუსულ იერიშზე ქალაქ ხარკივის მიმართულებით, თუმცა ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ რუსეთს ავდიივკის წარუმატებელი იერიშების ფონზე ხარკივზე ახალი შტურმის მისატანად რესურსი არ აქვს. კრემლი კვლავ აქტიურად მუშაობს ირანსა და ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე. უკრაინულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ირანმა რუსეთისთვის შექმნა ახალი უპილოტო საფრენი აპარატი, რომლის მოქმედების რადიუსი 1500 კილომეტრია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend