აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთიდან თელ-ავივში ჩავიდა მოლაპარაკებისთვის, რათა ისრაელსა და ,,ჰამასს“ შორის დაწყებული ომი ფართო რეგიონულ კონფლიქტში არ გადაიზარდოს.
ბლინკენმა შეხვედრები გამართა ასევე კატარში, იორდანიაში, თურქეთსა და საბერძნეთში. მან განაცხადა, რომ მისი მისია მცირედ, მაგრამ მაინც წარმატებული იყო, რადგან ამ ქვეყნების მთავრობები დაჰპირდნენ, რომ ბრძოლის დასრულების შემდეგ ღაზის რეკონსტრუქციისა და მმართველობის დაგეგმვის საკითხებს განიხილავდნენ.
Saudi Crown Prince Mohammed bin Salman and I met today in Al ‘Ula and discussed the importance of urgently addressing humanitarian needs in Gaza and preventing further spread of the conflict. pic.twitter.com/hHp3rml4Uq
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) January 8, 2024
ვაშინგტონში დაბრუნებამდე ბლინკენი დასავლეთ სანაპიროსა და ეგვიპტეს ესტუმრება.
ღაზაში ჰუმანიტარული და რეკონსტრუქციის საკითხების ახლად დანიშნული კოორდინატორი სიგრიდ კააგი ნიუ-იორკში შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტერეშს. ჰოლანდიელი პოლიტიკოსი ხელს შეუწყობს და კოორდინაციას გაუწევს ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას ღაზაში.
,,იუნისეფის“ ცნობით, არასრულფასოვანი კვება და სხვადასხვა დაავადება საფრთხეს უქმნის მილიონზე მეტი ბავშვის სიცოცხლეს.
Intensifying conflict, malnutrition and disease in Gaza are creating a deadly cycle that is threatening over 1.1 million children.
The world cannot stand by and watch. To get children the life-saving support they desperately need, we need a humanitarian ceasefire. Now. pic.twitter.com/3YAFei6SIB
— UNICEF (@UNICEF) January 8, 2024
ღაზის სექტორში ათასობით ბავშვი დაიღუპა ძალადობის შედეგად, გადარჩენილი ბავშვების საცხოვრებელი პირობები კი სწრაფად უარესდება. იზრდება დიარეის შემთხვევები და ბავშვებში სიკვდილიანობის რისკი.
,,ღაზის სექტორში ბავშვები და ოჯახები კვლავ იღუპებიან, დაშავებულთა რაოდენობა კი იზრდება. მათ სიცოცხლეს სულ უფრო მეტად ემუქრება საფრთხე დაავადებებისა თუ საკვებისა და წყლის ნაკლებობის გამო. ყველა ბავშვი და მშვიდობიანი მოქალაქე უნდა იყოს დაცული ძალადობისაგან და ჰქონდეს წვდომა ძირითად სერვისებსა და მარაგებზე“, – განაცხადა UNICEF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კეტრინ რასელმა.
ისრაელში ნოვას ფესტივალზე ,,ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულებისა და მძევლების ფოტოები გამოიფინა. ფესტივალზე მისულ ადამინებს მათი დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ.