მთავარისაქართველოსაქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული წლის 11 თვის მაჩვენებლით, ეკონომიკური ზრდა 6.9%-ით განისაზღვრა.

უწყების ცნობით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ისეთმა დარგებმა, როგორიცაა ვაჭრობა, მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი.

კლების ტენდენცია კი დაფიქსირდა ისეთ საქმიანობებში, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, ენერგეტიკა და ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორი.

წლიური ანგარიში საზოგადოებას შემაჯამებელ ბრიფინგზე, საქსტატის დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ წარუდგინა.

„2023 წელი დაიწყო საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. პირველ კვარტალში შედარებით მაღალი იყო ეკონომიკური ზრდა. იანვარში -8.4 % იყო, თებერვალში -5.8%, მარტში -7.3%. პირველი კვარტლის რეალურმა ზრდამ შეადგინა 8%, შემდეგ 7.8%; 5.7%. დღეის მდგომარეობით, 11 თვის მაჩვენებელია ხელმისაწვდომი და ის შეადგენს 6.9%-ს. იანვრის ბოლოს ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, წელი დავხუროთ და ვნახოთ, რამდენი იქნება ეკონომიკური ზრდა. სხვა ქვეყნებში შემდეგი მდგომარეობაა: აზერბაიჯანში 11 თვის საშუალო მაჩვენებელია – 0.8 %, სომხეთში, 10 თვის ინფორმაციაა ხელმისაწვდომი და ეკონომიკური ზრდა შეადგენს 9.2%-ს. თურქეთში ცხრა თვის მაჩვენებელი -4.6% – 4.7%-ის ფარგლებშია. რუსეთში ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელია 2.8% და ბელარუსში 11 თვის საშუალო მაჩვენებელი – 3.8%.

დადებითი ტენდენციის მიმართულებით აღსანიშნავია ვაჭრობის სექტორი, მშენებლობა, საფინანსო საქმიანობა და ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი. რაც შეეხება დამამუშავებელ მრეწველობას, გასული თვეების განმავლობაში და პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში, ნეგატიური ტენდენციები შეინიშნებოდა, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან. მოგეხსენებათ, ფერო-სილიკო მანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელიც შემცირდა გასული თვეების განმავლობაში“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend