გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანი დევიდ კემერონი შფოთავს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ქმედებების შედეგად იერუსალიმი შესაძლოა, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არღვევს. ეს განცხადება ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. გაერთიანებულ სამეფოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ადგილობრივ მედიაში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ციფი ჰოტოველის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც ღაზის სექტორში ყველა მეჩეთი, სკოლა თუ საავადმყოფო “ჰამასის” მიერ გათხრილ გვირაბებსა და სხვა სამხედრო ინფრასტრუქტურასთან არის დაკავშირებული.
Hamas doesn’t care about the people of Gaza.
They have abused every penny that they’ve received from the international community by spending it on building terror tunnels used to attack innocent Israeli civilians, rather than on the needs of their people. #FreeGazaFromHamas pic.twitter.com/cXC5mIW3Zd
— Tzipi Hotovely (@TzipiHotovely) January 4, 2024
დეივიდ კამერონი, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანი: “მე თუ მკითხავთ, მე ძალიან ვდარდობ, რომ ისრაელის მიერ გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი შესაძლოა, საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდის. დიახ, მე ამ საკითხთან დაკავშირებით ვდარდობ და თუ მკითხავთ, შეეძლო თუ არა ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებს უკეთესი გადაწყვეტილებები მიეღოთ, რიგ შემთხვევებში გულახდილად გეტყვით რომ კი, ეს სასურველი იქნებოდა”.