მთავარიმსოფლიოოქროს გლობუსი 2024 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ოქროს გლობუსი 2024 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოქროს გლობუსის 81-ე დაჯილდოება გაიმართა
ამერიკულ კინოპრემიას წლის მთავარი ფილმების – ,,ბარბის’’, ,,ოპენჰაიმერის’’, ,,ვონკას’’, ,,ყვავილის მთვარის მკვლელების” და სხვა კინონამუშევრების მთავარი როლის შემსრულებლები და რეჟისორები ესწრებოდნენ.
მათ შორის იყვნენ კილიან მერფი, მარგო რობი, ტიმოთი შალამე, ნიკოლას ქეიჯი და ასე შემდეგ.
ლილი გლედსტოუნი საუკეთესო მსახიობი ქალის პრიზი ფილმისთვის „ყვავილის მთვარის მკვლელები” – Sonja Flemming/2024 CBS Broadcasting, Inc
მთავარი ჯილდო – ოქროს გლობუსი მამაკაცებში გადაეცა კილიან მერფის, ფილმ ,,ოპენჰაიმერში’’ შესრულებული როლისთვის, ხოლო ქალებში ლილი გლედსტოუნს, ფილმ ,,ყვავილის მთვარის მკვლელებში’’ ნათამაშები როლისთვის. ფილმი,,ოპენჰაიმერი’’ 8 ნომინაციაზე იყო წარდგენილი და აქედან პრიზი 5 ნომინაციაში მიიღო.
ოქროს გლობუსი 2024 წლის დაჯილდოების ცერემონია – Sonja Flemming/2024 CBS Broadcasting, Inc
საუკეთესო რეჟისორის პრიზი გადაეცა ,,ოპენჰაიმერის’’ რეჟისორს, კრისტოფერ ნოლანს.

გამარჯვებულთა სია:

საუკეთესო ფილმი – დრამა

,,Oppenheimer”

საუკეთესო მსახიობი კაცი – დრამა

კილიან მერფი – ,,Oppenheimer”

საუკეთესო მსახიობი ქალი – დრამა

ლილი გლედსტოუნი – ,,Killers of the Flower Moon”

საუკეთესო მხატვრული ფილმი – მიუზიკლი ან კომედია

,,Poor Things”

საუკეთესო სატელევიზიო სერიალი – დრამა

,,Succession”

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend