ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად სამხრეთ ლიბანში “ჰეზბოლას” ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მაღალი სამხედრო რანგის მეთაური დაიღუპა.
ლიბანელი სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადებით, “ჰეზბოლას” მეთაური ვისამ ტავილი შეჯავშნული მანქანით გადაადგილდებოდა ისრაელის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს, როდესაც ის ავიადარტყმას შეეწირა.
გასულ კვირას ისრაელელმა სამხედროებმა ბეირუთში “ჰამასის” მაღალჩინოსანიც მოკლეს.