მთავარისაქართველოპოლიტიკური 2023

პოლიტიკური 2023

2023 წლის განმავლობაში საქართველოში არაერთი საკვანძო პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი მოვლენა მოხდა. ყველა ძირითადი პოლიტიკური პროცესი კი ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის ირგვლივ ვითარდებოდა.

მწვავე იყო ოპოზიციასა და მმართველ პარტიას, პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის დაპირისპირება.

პოლიტიკოსები ოპოზიციიდან 2023 წლის მთავარ მიღწევად მარტში მმართველი გუნდის მიერ ე.წ. „რუსული კანონის“ მიღების მცდელობასა და ქართველი ხალხის ურყევი პროტესტის შედეგად მის გაუქმებას მიიჩნევენ.

„ქართული ოცნების“ გუნდი მთავარ მიღწევად ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებასა და ეკონომიკურ ზრდას მიიჩნევს.

წლის პირველი მთავარი ევროპული მიღწევა 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის დადებითი რეკომენდაციის გაცემა იყო. 14 დეკემბერს კი ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის ლიდერების თანხმობით მიიღო კანდიდატის სტატუსი, რასაც სახალხო ზეიმი მოჰყვა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend